გაკოტრების პირას მყოფი ვიქტორია ბექჰემი ძვირადღირებული სამოსით გამოჩნდა; ვარსკვლავი საკუთარი ბიზნესის გადარჩენას ცდილობს!

გაკოტრების პირას მყოფი ვიქტორია ბექჰემი ძვირადღირებული სამოსით გამოჩნდა; ვარსკვლავი საკუთარი ბიზნესის გადარჩენას ცდილობს!

მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორია ბექჰემის ბიზნესი საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, დიზაინერი ცდილობს ჩვეული ტემპით განაგრძოს მუშაობა და ამჯერად 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით დაბრუნდა. ამასთანავე, ვინ თუ არა თავად ისვე გახდა ის ადამიანიც, რომელიც ამ ყველაფრის რეკლამისთვის იდეალური კანიდატია, შესაბამისად, კაბა კოლექციიდან პაპარაცების ყურადღების ობიექტშიც ნამდვილად მოექცა.

ღია ფერის სამოსის ღირებულება 1200 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტია. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორიას ხშირად ზედმეტ ხარჯებთან და ქალთა მიმართ არაინკლუზიური მიდგომის გამო აკრიტიკებენ, ვიქტორია გეზის შეცვლას არ აპირებს და კვლავაც მსგავს დიზაინს უწევს რეკომენდაციას.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ბექჰემის ბრენდმა 12 მილიონი ფუნტი სტერლინგით, 2017 წელს კი 10.3 მილიონი ფუნტი სტერლინგით იზარალა, ხარჯების ანაზღაურებაში კი ვარსკვლავს მეუღლე - დევიდი დაეხმარა.