მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი თავის პროფესიას 25 წლის შემდეგ დაუბრუნდა . იგი ახლა ჩცდ-ს მსახიობია.
ელვირზე გადამკვდარი ქალი – რეალურ ცხოვრებაში კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას, სიდედრია.
როგორც ზეინაბი ამბობს, საკუთარ პროფესიას თუ დაუბრუნდებოდა ამას, ვერც წარმოიდგენდა, თუმცა “ჩცდ”-ს კასტინგების დირექტორმა დაურეკა და კასტინგზე მისვლა სთხოვა.
“დავიბენი, ენა ჩამივარდა, გული გამიჩერდა, იმდენად მოულოდნელი იყო. მივედი, წამაკითხა რაღაც და მეორე დღეს დამირეკეს, დამტკიცებული ხარო. პირველ სერიაში ჩემი თავი არ მომეწონა, ყოველი სერიის შემდეგ თანდათან განვვითარდი.”- ჰყვება მსახიობი.
თუმცა, ელვირის დედას არანაირი საერთო არ აქვს რეალურ ცხოვრებაში პერსონაჟთან.
“დიდი წარმოდეგნა აქვს საკუთარ შვილზე, ეგოისტი დედაცაა, მე ასეთი არ ვარ.’
თუმცა, შვილები ელვირიზე ეჭვიანობენ.
-თქვენი და ზაზა ფაჩულიას სიძესიდედრობაზე რას გვეტყვით?
– ზაზა არაჩვეულებრივი ბიჭია. საოცარი იუმორი აქვს. კარგი მამა კარგი მეუღლე. კალათბურთს თავი დაანება და უმეტეს დროს ოჯახში ატარებს. საოცარი პიროვნება, მასში ყველაზე მეტად იუმორის გრძნობას ვაფასებ.