ქართულმა ონლაინ მაღაზიებმა ნაწილობრივ „ჩაანაცვლეს“ Amazon, eBay და სხვა უცხოური საიტები

ქართულმა ონლაინ მაღაზიებმა ნაწილობრივ „ჩაანაცვლეს“ Amazon, eBay და სხვა უცხოური საიტები

ელექტრონული კომერცია, როგორც 21-ე საუკუნის ახალი შესაძლებლობა, ფართო ჭრილით მიმოვილიხილეთ წინა სტატიებში, თუმცა დღეს კონკრეტულად საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ.

2020 წლის ტრენდის მიმოხილვისას აღვნიშნეთ, რომ სოციალური ქსელები facebook, Instagram , twitter, pinterest კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებენ ელექტრონული კომერციის განვითარებაში, თუმცა, მათი როლი არც ახლა რჩება შეუმჩნეველი. Facebook ალგორითმების თანახმად, თუკი ერთ რომელიმე ონლაინ მაღაზიას ესტუმრებით, რამოდენიმე წუთში, თქვენს გვერდზე უამრავი სხვა ონლაინ მაღაზია ავტომატურად გამოჩნდება. ამდენად, პირადი გამოცდილებით შემიძლია იმის თქმა, რომ საქართველოში ნამდვილად გვაქვს ონლაინ მაღაზიების საკმაოდ დიდი არჩევანი, რომლებიც აბსოლუტურად განსხვავებულ ასორტიმენტს გვთავაზობენ. 

როგორც მსოფლიო მაშტაბით, ისე საქართველოშიც ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სარგებლობენ ონლაინ მაღაზიების სერვისებით. ძირითადი ფაქტორები, რის გამოც მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ონლაინ გამოწერებს ეს არის: ნივთის სასურველ დროს შეძენა, დროის დაზოგვა, სახლში მიტანის სერვისი, არჩევანისა და შედარების სიმარტივე, საცობებსა თუ რიგებზე თავის არიდება, ფასდაკლებები და ა.შ.

რამოდენიმე ონლაინ მაღაზიის მიმოხილვისას (მაგალითად ონლაინ მაღაზია ისურვე), აღმოვაჩინე ის ფაქტი, რომ მომხმარებელთა 85%-ზე მეტი კმაყოფილია ონლაინ შენაძენითა და მომსახურებით. ეს კიდევ უფრო ზრდის ნდობის ხარისხს და მოტივაციას აძლევს სხვა მომხმარებლებს, რომლებიც პოტენციურ მყიდველებად შეიძლება განვიხილოთ.

ონლაინ მაღაზიათა უმეტესობა, პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს კლიენტებს, ხოლო შედარებით მცირე ონლაინ მაღაზიები საფოსტო ფასიან გზავნილებს. თუმცა, ორივე შემთხვევაში, კმაყოფილ კლიენტთა რაოდენობა მაინც მაღალია. ძალიან მოსახერხებელია ასევე განვადების შეთავაზება, რომლითაც მოსახლეობის დაახლოებით 60-70% სარგებლობს. განვადების პირობების გავლა საკმაოდ მარტივი პროცედურაა, რომელიც გათვლილია მყიდველთა კომფორტულ გადახდაზე. იმ შემთხვევაში, თუკი დაგჭირდებათ დახმარება, მსხვილ ონლაინ მაღაზიების უმეტესობას ჰყავს ქოლ-ცენტრი, რომელიც ყოველთვის მზადაა ამომწურავი პასუხები გაგცეთ და დაგეხმაროთ რიგ საკითხებში.

ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლები კომენტარების, შეფასებების სახით აფიქსირებენ თავიანთ შეხედულებებს, რაც მნიშვნელოვანია მაღაზიის სანდოობის გაზრდის კუთხით. 1 კმაყოფილი მომხმარებელი, +3 პოტენციური მომხმარებლის მოზიდვას ნიშნავს. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც უფრო გააქტიურდნენ ქართული ონლაინ მაღაზიები და გავიდნენ ფართო აუდიტორიაზე, ნაწილობრივ „ჩაანაცვლეს“ მსოფლიოს უმსხვილესი მაღაზიები იმ მხრივ, რომ საკუთარ ქვეყანაში, ქართულ ბაზარზეც გახადეს შესაძლებელი შეეთავაზებინათ მომხმარებლებისთვის იგივე პროდუქტები, რომლებიც Amazon-ზე, eBay-ზე ან სხვა საიტებზეა განთავსებული.

გადაჭარბებული იქნება იმ აზრის გამოთქმა, რომ ქართული ონლაინ მაღაზიები კონკურენციას უწევენ უმსხვილეს წამყვან ბრენდებს, მაგრამ საქართველოში იმდენად დიდი არჩევანი გვაქვს ონლაინ მაღაზიების კუთხით, რომ მათ მიერ ფართოდ წარმოდგენილი ასორტიმენტი ნამდვილად გაგაკეთებინებთ სწორ არჩევანს.

ასე რომ, ელექტრონული კომერციის განვითარების მიმართულებით, ქართული ბაზარი ნამდვილად ამბობს თავის სათქმელს და ვფიქრობთ, იმსახურებენ ჩვენს ნდობას.

აუცილებლად გადაავლეთ თვალი ქართულ ონლაინ მაღაზიებს, რადგან საკმაოდ მისაღებ ფასში იპოვით ხარისხიან პროდუქციას და ამასთან, ნებისმიერ შენაძენს მიიღებთ ძალიან მოკლე დროში.