მამუკა მდინარაძე:  დავალებას გახარიას სხვა არ აძლევს, დავალებას თვითონ იძლევა

მამუკა მდინარაძე: დავალებას გახარიას სხვა არ აძლევს, დავალებას თვითონ იძლევა

„დავალებას გახარიას სხვა არ აძლევს, დავალებას თვითონ იძლევა ხოლმე, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები მიდიან მსგავს ღონისძიებებზე“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მუმუკა მდინარაძეს, ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა დავალებით მიდის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციაზე, საპასუხოდ განაცხადა.

მდინარაძემ ამასთან დასძინა, რომ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, არავითარი შეხვედრა სერგეი ლავროვთან დაგეგმილი არ არის.

„დავალებას გახარიას სხვა არ აძლევს, დავალებას თვითონ იძლევა ხოლმე როდესაც მთავრობის წარმომადგენლები მიდიან მსგავს ღონისძიებებზე. შეხვედრასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მსგავსი რამ არ მსმენია. ასეთი შეხვედრა დაგეგმილი არ არის“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.