გრიგორი კარასინი: რუსეთი, თბილისში, ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს

გრიგორი კარასინი: რუსეთი, თბილისში, ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს

რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა 14-15 მაისს გაიმართება.