ქარიშხალ „სიარას“ ევროპაში სულ ცოტა 6 ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალ „სიარას“ ევროპაში სულ ცოტა 6 ადამიანი ემსხვერპლა

ევროპაში ქარიშხალ „სიარას“ შედეგად სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთში სტიქიას ქალი და მისი 2 ქალიშვილი ემსხვერპლნენ, შვედეთში კაცი ნავის გადაბრუნების შედეგად დაიღუპა. მსხვერპლია გერმანიასა და სლოვენიაში, ერთი ბრიტანელი კი მაშინ დაიღუპა, როცა მის მანქანას ხე დაეცა.

ქარიშხლის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 220 კილომეტრს აღწევს. სტიქიის გამო შეზღუდულია ტრანსპორტის მიმოსვლას, ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

„სიარა“ დიდ ბრიტანეთს თავს 9 თებერვალს დაატყდა, რის შემდეგ სამხრეთით გადაინაცვლა და ევროპის რამდენიმე სახელმწიფოში გავრცელდა, სადაც მას „საბინას“ უწოდებენ.