ქაბულში უნივერსიტეტთან აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში უნივერსიტეტთან აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ხუთი ადამიანი დაიღუპა და თხუთმეტი დაშავდა. დღეს ქაბულის მარშალ ფახიმის სახელობის სამხედრო უნივერსიტეტთან აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულები სამხედრო მოსამსახურეები და რიგითი მოქალაქეები არიან. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასრათ რახიმის განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.