საერთაშორისო დამკვირვებლები აზერბაიჯანში გამართულ არჩევნებს აკრიტიკებენ

საერთაშორისო დამკვირვებლები აზერბაიჯანში გამართულ არჩევნებს აკრიტიკებენ

აზერბაიჯანში ვადამდელ არჩევნებს თან ახლდა მრავალრიცხოვანი პროცესუალური დარღვევები,- როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო მისიამ განაცხადა.

როგორც მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ბევრმა მათმა თანამოსაუბრემ „ადამიანის სიტყვის და ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხზე სერიოზული შეშფოთება გამოთქვა“.

კერძოდ, დამკვირვებლებმა დარღვევები დააფიქსირეს ხმის დათვლისა და შედეგების გამოქვეყნების პროცესები. აზერბაიჯანის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.

აზერბაიჯანში საპრალამენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ 2019 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პარლამენტის დათხოვნის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.