ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ეპიდემია აპრილში დასრულდება

ტრამპი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ეპიდემია აპრილში დასრულდება

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე „ამერიკის ხმის“ თეთრი სახლის ბიუროს ხელმძღვანელი სტივ ჰერმანი ავრცელებს.

„რაც შეეხება კორონავირუსს, ხალხი ფიქრობს, რომ ის აპრილში სიცხეების გამო დასრულდება. სიცხე კლავს ამ ტიპის ვირუსს“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით კარგი მდგომარეობა .

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.