ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსმა კიდევ 108 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 1016-ს მოიაღწია.

ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში ამ დრომდე ვირუსით დაინფიცირების 42 638 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სხვადასხვა ნაწილიდან უჰანში 20 ათასადე ექიმია გაგზავნილი და მათ დღეს და ხვალ მედიკოსთა კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეუერთდება.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.