აზერბაიჯანის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

აზერბაიჯანის ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მაზახირ პანახოვის განცხადებით, მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ პარლამენტში (მილი მეჯლისი) 65 მანდატს მიიღებს, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

ამ დროისათვის მონაცემების 87%-ია დამუშავებული. ეგზიტპოლის პროგნოზებით, „ახალი აზერბაიჯანი“ 125 მანდატიდან 69-ს მიიღებს, 41 ადგილი კი დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის გადანაწილდება.

არჩევნების პროცესს აზერბაიჯანში 883 დამკვირვებელი აკვირდებოდა - აქედან 59 საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი.

125 საარჩევნო ოლქში განთავსებული 5573 საარჩევნო უბანი 9 თებერვალს ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურა. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით გაიმართა.