სალვადორის პარლამენტში შეიარაღებული სამხედროები და პოლიციელები შეიჭრნენ

სალვადორის პარლამენტში შეიარაღებული სამხედროები და პოლიციელები შეიჭრნენ

სალვადორის პარლამენტში შეიარაღებული სამხედროები და პოლიციელები შეიჭრნენ და ჯარის აღჭურვილობის გასაუმჯობესებლად 109 მილიონი დოლარის კრედიტის აღების მხარდაჭერა მოითხოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

პარალელურად სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე კანონმდებლებს მიმართავდა და კრედიტის აღების აუცილებლობაზე საუბრობდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სამხედროების შეჭრას დაშინების უპრეცედენტო აქტი უწოდეს.

სალვადორში მკვლელობების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ​38 წლის ნაიბ ბუკელე, რომელიც ხელისუფლებაში 2019 წლის ივნისში მივიდა, მთავარ გამოწვევად სწორედ კრიმინალთან და კორუფციასთან ბრძოლა დაასახელა. სალვადორის პრეზიდენტის განცხადებით, პოლიციისა და შეიარაღებული ძალების აღჭურვილობა განახლებას საჭიროებს, რათა სამართალდამცველებმა კრიმინალს უფრო ეფექტურად ებრძოლონ.