ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 722-ს მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 722-ს მიაღწია

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 722-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 34 546-მდე გაიზარდა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 2050 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.