„Black Sabbath” საუკეთესოა!

„Black Sabbath” საუკეთესოა!

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემებმა „Kerrang!” და „Metal Hammer” საკუთარ მკითხველებს შორის საინტერესო გამოკითხვა ჩაატარეს.

ბრიტანელ მელომანებს ინგლისური მძიმე - როკის ისტორიაში არსებული ყველაზე პოპულარული ჯგუფი უნდა დაესახელებინათ.

ინტერაქტივში 3 600 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ხმების დიდი უპირატესობით ჯგუფმა „Black Sabbath” გაიმარჯვა.

საპატიო მეორე და მესამე პოზიციები „Iron Maiden” -მა და „Led Zeppelin” - მა დაიკავეს.

ბრიტანელებმა ყველა დროის საუკეთესო როკ - ალბომად ჯგუფი „Metallica”-ს ნამუშევარი „შავი ალბომი“ აღიარეს.