ყველას, ვინც კრემლში ვლადიმერ პუტინს ხვდება, სიცხეს უზომავენ

ყველას, ვინც კრემლში ვლადიმერ პუტინს ხვდება, სიცხეს უზომავენ

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ადამიანებს სიცხეს უზომავენ. ამის შესახებ Meduza რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმებას იმ საჯარო ღონისძიებების მონაწილეები გადიან, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი ესწრება.

მოგვიანებით პუტინის პრეს-მდინვანმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ კრემლში პრევენციული ზომები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

ბოლო მონაცემებით, ფატალურმა ვირუსმა ჩინეთში 563 ადამიანი იმსხვერპლა. ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 694 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსი უკვე 27 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.