იემენში „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მოკლეს

იემენში „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მოკლეს

ამერიკელებმა იემენში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად ყასიმ ალ-რიმი მოკლეს, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ მეთაურობდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისივე თქმით, ალ-რიმის ამერიკელების წინააღმდეგ არაერთი თავდასხმის განხორციელება ჰქონდა დაგეგმილი, მისი სიკვდილი კი „ალ-ქაიდას“ მნიშვნელოვნად დაასუსტებს. ყასიმ ალ-რიმი „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზაციის ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის მოადგილე იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ყასიმ ალ-რიმი იემენის ქალაქ მარიბში დრონით განხორციელებული იერიშის შედეგად მოკლეს.