ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 636-ს მიაღწია

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 636-ს მიაღწია

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 636-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტი იტყობინება.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში კი ჩინეთში ვირუსის 31 161 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.