სტამბოლში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სტამბოლში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში, სტამბოლის აეროპორტში ავარიული დაშვების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მანამდე ინფორმაცია მხოლოდ ერთი მსხვერპლის შესახებ გავრცელდა. ინციდენტისას თვითმფრინავის ბორტზე 183 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, 2 ბავშვი. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 179 ადამიანი.

ინციდენტი სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში 5 თებერვალს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და რამდენიმე ნაწილად დაიშალა. რა გახდა კატასტროფის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მომხდარს თურქეთის გენერალური პროკურატურა იძიებს.