ტრამპმა ექვსი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეზღუდა

ტრამპმა ექვსი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეზღუდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ექვსი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეზღუდა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

შეზღუდვები შეეხო ყირგიზეთს, ერიტრეას, მიანმარს, ნიგერიას, სუდანსა და ტანზანიას. თეთრი სახლის განცხადებით, ეს ქვეყნები იდენტიფიცირების სათანადო მართვის პროცედურებს ვერ ატარებენ ან არ აკმაყოფილებენ ეროვნული უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.

„ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ იმ სახელმწიფომ, რომელსაც აშშ-ში იმიგრაციისა და ვიზიტებისგან სარგებლის მიღება სურს, დააკმაყოფილოს უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეზღუდვები ეხება აშშ-ში საცხოვრებლად ჩამსვლელ იმიგრანტებს და ტურისტული ან საქმიანი ვიზიტით ჩამსვლელებზე არ გავრცელდება.