კორონავირუსმა ჩინეთში უკვე 213 ადამიანი იმსხვერპლა

კორონავირუსმა ჩინეთში უკვე 213 ადამიანი იმსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ჩინეთში 213 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CGTN-ი ავრცელებს.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 9690-ს გადააჭარბა, სრულად კი მხოლოდ 171 ადამიანი განიკურნა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 18 ქვეყანაში კორონავირუსის 105 შემთხვევაა გამოვლენილი, თუმცა ლეტალური შემთხვევები მხოლოდ ჩინეთში დაფიქსირდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის სამედიცინო საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ: ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, ტიბეტში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, ფილიპინებზე, ვიეტნამსა და კანადაში.