ერდოღანმა რუსეთი სირიის შესახებ შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა

ერდოღანმა რუსეთი სირიის შესახებ შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთი სირიის შესახებ შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ერდოღანმა თვითმფრინავიში, აფრიკიდან თურქეთში დაბრუნებისას გააკეთა. მისი თქმით, ის რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციაში იმყოფება და დაარწმუნოს შეწყვიტონ იდლიბის დაბომბვა. ეს სირიის უკანასკნელი პროვინციაა, რომელსაც სირიის ოპოზიცია აკონტროლებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის მოთმინება იწურება და დასძინა, რომ მალე მისი ქვეყანა გააკეთებს იმას, რაც საჭიროა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ჯარმა რუსული ავიაციის მხარდაჭერით იდლიბში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი მაარეტ ენ-ნუმანი დაიბრუნა.

რუსეთი და თურქეთი იდლიბში დეესკალაციის ზონების შექმნის შესახებ 2018 წლის შეთანხმდნენ. მორიგი შეთანხმება კი მხარეებმა სოჭში, 2019 წელს გააფორმეს, როცა თურქეთმა სირიაში ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ განახორციელა.