ვაშლის ნაზი ნამცხვარი ბეზეთი

ვაშლის ნაზი ნამცხვარი ბეზეთი

ინგრედიენტები

ცომი:

ფქვილი - 250 გ (

კვერცხის გული - 3 ცალი

შაქარი - 100 გ

კარაქი - 100 გ

ვაშლი - 3-4 ცალი

კვერცხის ცილა - 3 ცალი

შაქარი - 50+50 გ

მომზადების წესები

მიქსერით ათქვიფეთ დარბილებული კარაქი, კვერცხის გული და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.

გაანაწილეთ ცომი ფორმაში ისე, რომ გაუკეთოთ მაღალი კიდეები და მოათავსეთ მაცივარში, სანამ გულსართს მოამზადებთ.

გულსართისთვის: გაფცქვენით ვაშლი და დაჭერით კუბიკებად.

ვაშლი მოათავსეთ ქვაბში და დაუმატეთ 50 გ შაქარი და 100 მლ წყალი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.

შემდეგ თუშეთ ვაშლი 10-15 წთ-ის განმავლობაში.

გადაიტანეთ მოთუშული ვაშლი ცომზე, მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 15-20 წთ-ის განმავლობაში.

აიღეთ გაცივებული კვერცხის ცილა, დაუმატეთ 50 გ შაქარი და ათქვიფეთ მკვრივი, ღრუბელივით მასის მიღებამდე.

გამოიღეთ ღუმელიდან ნამცხვარი, გაანაწილეთ ზემოდან ბეზე და შეაბრუნეთ ღუმელში იქამდე, სანამ ბეზე არ მოიბრაწება.