ირაკლი კობახიძე: ” სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ისაუბრა ყველა მნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე”

ირაკლი კობახიძე: ” სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ისაუბრა ყველა მნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე”

საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შესანიშნავი გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მან ყურადღება გაამახვილა ყველა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რაც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. ასევე არაჩვეულებრივი იყო კითხვა-პასუხი, რომელიც გაიმართა სიტყვით გამოსვლის შემდეგ. მთლიანობაში ეს მოხსენება და კითხვა-პასუხი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს თითოეული ჩვენგანისგან“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ოკუპაციის თემაზე ზედმიწევნით ისაუბრა.

„თემები როგორ გადანაწილდება მოხსენების შიგნით, არის მომხსენებლის საქმე და რა თქმა უნდა, თანმიმდევრობა ამ შემთხვევაში პრიორიტეტებს არ გამოხატავს. მთავარი არის ის, რომ ოკუპაციაზე სალომე ზურაბიშვილმა ზედმიწევნით დეტალურად ისაუბრა და გააჟღერა ყველა ის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ოკუპაციასთან არის დაკავშირებული. დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, სპეკულაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.