„ხან ჩიტი ჩიორასავით გადმოაგდებთ მორიგ ბარტყს, ხანაც აუხსნელი მოტივებით იწყებთ უხერხემლო ჩინოვნიკის დაცვას - რა გჭირთ, ტო?!

„ხან ჩიტი ჩიორასავით გადმოაგდებთ მორიგ ბარტყს, ხანაც აუხსნელი მოტივებით იწყებთ უხერხემლო ჩინოვნიკის დაცვას - რა გჭირთ, ტო?!

ფეისბუკმომხმარებელი გელა კურტანიძე ლევან იზორიას და მისი ძმის შესახებ მიმდიბარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ტექსტს წერს: „ხდება, რომ ვინმეს ფორმალურად ვერ მოედავები, თუმცა მორალურად მიუღებელია მისი საქციელი. და ხდება პირიქით, მორალურად შეიძლება მისი ქცევა გამართლებული იყოს, მაგრამ ფორმალურად ეს ვერ მოხდება. ხაბეიშვილი რომ ფარჩაკი, კლოუნი, მატყუარა და უზრდელია, ვიცით, მაგრამ ეს არ/ვერ ამართლებს პირდაპირ ეთერში მასზე განხორციელებულ ფიზიკური ანგარიშსწორების აქტს.

ჯერ კიდევ 5 წლის წინ გახდა ცნობილი, რომ თავდაცვის მინისტრის ძმა დაგულაობს ე.წ. „ნარუშილოვკით“, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და გამოუწერა ვიღაც შს ჩინოვნიკმა. რამდენად დასაჯერებელია ის, რომ ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა არ იცოდა და მით უმეტეს არაფერ შუაში იყო, ყველამ თავად გადაწყვიტოს, მე კი ამისი უბრალოდ არ მჯერა: ასე მარტივად და უპრაგონოდ „ნარუშილოვკის“ გამოწერა არ ხდება, როგორც წესი...

ამბობენ, რომ მინისტრის ძმას აქვს ფსიქიკური პრობლემები. სრულიად შესაძლებელია, თუმცა საინტერესოა, როდიდან? გავრცელებულ ვიდეოში ეს არ ჩანს: ასევე და კიდევ უარესად შეიძლება მოიქცეს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ჩათვლის, რომ პატრული მას არასამართლიანად, მით უმეტეს უზრდელურად ექცევა. თუ მაინც იმ მომენტისათვისაც ძმა იზორიას უკვე ქონდა ფსიქიკური პრობლემები, ჩნდება კითხვა, ან ფსიქო როგორ აიღო, ან მართვის მოწმობა და მით უმეტეს „ნარუშილოვკა“?!

აქვე ჩნდება ეჭვი, რომ „ნარუშილოვკის“ გამცემი მარტო არ მოქმედებდა, მას უბრალოს თავის თავზე ააღებინეს ეს გადაცდომა და სამსახური დატოვებინეს.

მე რომ ჟურნალისტი ვიყო, მოვიძიებდი იმ კაცს, რატომღაც მგონია, არ უნდა იყოს ნაკლებ სამსახურში.

ის პატრულ-პოლიციელი რა ხვითოცაა, ვიდეოშიც ჩანს და მისმა შემდგომმა ქცევამ ბოლომდე გამოააშკარავა. სავარაუდოდ, დუმილის სანაცვლოდ ჯერ დააწინაურეს და იყო გაყურსული, არ გახსენებია პოლიციელის ღირსება და როცა სამსახურში პრობლემები შეექმნა, 5 წლის შემდეგ, მაშინღა გამოაქვეყნა შანტაჟისთვის გადანახული ვიდეო.

მაგრამ პატრულ-პოლიციელის მიუღებელი ქმედებები არ/ვერ ამართლებს ძმა მინისტრს.

ამაზრზენი იყო მისი ეთერი გუშინ შალვა რამიშვილთან, შეგიძლიათ თავად იხილოთ: https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/300719724219907/

ჩვენ გვყავს დაზვერვის სამსახური, რომელშიც განსახორციელებელი საკადრო ცვლილება ცნობილი ხდება ტელეკანალიზაციისათვის „მთავარი“ და ეს უკანასკნელი შანტაჟს უწყობს ამ სამსახურის უფროსს, აწ უკვე ყოფილს(?!)

საქართველოს ყავდა თავდაცვის მინიტრი(!), რომელიც სრულიად უსუსურად იმართლებს თავს და პირდაპირ ეთერში ლამის ტირილს იწყებს.

და გვეყოლება საქართველოს ელჩად გერმანიაში, ჩვენ ერთ-ერთ უძლიერეს პარტნიორ და ევროპის წამყვან სახელმწიფოში.

ჩემთვის გაუგებარია, ქოცებო, თქვენი ქმედებები: ხან ჩიტი ჩიორასავით უპრინციპოდ გადმოაგდებთ ხოლმე მორიგ ბარტყს, ხანაც აუხსნელი მოტივებით იწყებთ, ყველაზე მსუბუქად რომ ვთქვათ, გაუგებრობაში მოხვედრილ სრულიად უგერგილო და უხერხემლო ჩინოვნიკის დაცვას.

რა გჭირთ, ტო?!