სოსო გოგაშვილი : “ხომ არ ფინანსდებიან ისინი სხვა არხიდანაც ირიბად? რომელიც უნებლიედ, ანტიდასავლური განწყობის შექმნას უწყობს ხელს საქართველოში და რბილი ძალით ჩრდილოეთისკენ მიგვაქანებს”

სოსო გოგაშვილი : “ხომ არ ფინანსდებიან ისინი სხვა არხიდანაც ირიბად? რომელიც უნებლიედ, ანტიდასავლური განწყობის შექმნას უწყობს ხელს საქართველოში და რბილი ძალით ჩრდილოეთისკენ მიგვაქანებს”

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი, კონგრესმენთა სისტემატიურ, კრიტიკულ, წერილებს ჩვენი მთავრობის მისამართით, სოციალური ქსელით ეხმაურება.

გოგაშვილი ფიქრობს რომ, ამ წერილების სისტემატიური ხასიათიდან გამომდინარე არის მასში რაღაც ეჭვის მარცვალი, არ გამორიცხავს ამ კონგრესმენებს ლობირებას უწევდეს საქქართველოში მოქმედი ერთ-ერთი  ოპოზიციური პარტია.

”გამარჯობა მეგობრებო, ვკითხულობ ამ ბოლო დროს მაჟორიტარული წესით არჩეული ამერიკელი კონგრესმენების გაუთავებელ წერილებს და ერთი კითხვა გამიჩნდა: ლობისტობა კანონით რეგულირდება იქ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ისინი რომელიმე კომპანიის მიერ ფინანსდებიან ოფიციალურად( თუმცა შეიძლება ის კომპანია გადამგდები და თაღლითი იყოს). ამავდროულად ჩვენი საგარეო მიმართულების ვექტორები, რომ უსუსტესია ესეც ჩანს,მაგრამ ამ წერილებმა უმრავლესობაში რა რეაქციებიც გამოიწვია, მაფიქრებინებს,ხომ არ ფინანსდებიან ისინი სხვა არხიდანაც ირიბად? რომელიც უნებლიედ, ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობის შექმნას უწყობს ხელს საქართველოში და ამავდროულად რბილი ძალით ჩრდილოეთისკენ მიგვაქანებს, ასევე გარკვეულწილად მხარ უჭერს ჩვენს ქვეყანაში ტერორისტების მხარდამჭერი და დამფინანსებელი პოლიტიკური ორგანიზაციის გაძლიერებას…..’‘ – წერს გოგაშვილი პოსტში.

როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი ვარაუდობს კონკრეტულმა, ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ, ერთ-ერთ  უცხოენოვან საინფორმაციო სააგენტოზე ,ისაუბრეს კიდეც,ამ კონკრეტულ კონგრესმენებზე,რითაც გოგაშვილი ადასტურებს თავის ჭვებს რომ ეს კონგრესმენები, პირდაპირ იმართებიან ერთ-ერთი ქართული ოპოზიციური პარტიის მიერ, რომელთც სურს ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობის შექმნა. ამ ინფორმაციის დაზუსტებას გოგაშვილიამ ეტაპზე ცდილობს.

ამ დილით ჩემი მოსაზრება გამოვთქვი ბოლო დროის წერილებზე და ვივარაუდე,რომ ამ ტიპის მოქმედებები ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობაში ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობის გაღვივებას. ასევე ვივარაუდე, რომ ხომ არ არის ეს ირიბი დაფინანსება და ხელშეწყობა. ეხლა დღის ბოლოს წავაწყდი ერთერთი ორშაურიანი პარტიის ინგლისურენოვან პეიჯს,სადაც წერენ რომ შიზოფრენიაა მმართველ პარტიაში და აშ…. რა შუაშია პარტია ჩემი აზრის გამოთქმა არ შემიძლია? არ ვიცი ეს მართლა ამ პარტიის არის,თუ არა გავარკვევ მაგას და ხვალ ვრცლად დავუბრუნდები ამ საკითხს, ეხლა მეტს არ დავწერ, მაგრამ ეს თუ მართლა მაგათია და თან ამას წერენ ინგლისურად:))) ხვალიდან ვიწყებ ამ უსუსურების გაფარჩაკებას,თან სამაგალითოდ,ილოცეთ რომ ფეიკი იყოს ორრუბლიანებო:))) _ სციალურ ქსელში წერს სოსო გოგაშვილი