"ფეისბუქზე" კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის, ფოტოხელოვან იური მეჩითოვის სკანდალური ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მინისტრის მოადგილე სამ შიშველ ახალგაზრდასთან ერთად არის გამოსახული. მათ შორის ერთ-ერთი - ცნობილი მწერალი ერეკლე დეისაძეა.
”ამბები.გე” ერეკლე დეისაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ფოტო დაახლოებით 3 წლის წინ, მეჩითოვის სახელოსნოშია გადაღებული.
სურათს "ფეისბუქზე" დარეგისტრირებული გვერდი - "გადადგეს მეჩითოვი" ავრცელებს.
”ფეისბუქის” მომხმარებელთა ჯგუფი იური მეჩითოვის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. გვერდი "გადადგეს მეჩითოვი" მას შემდეგ შეიქმნა, რაც სოციალურ ქსელებში მეჩითოვის 5 წუთიანი ვიდეო გავრცელდა, სადაც მინისტრის მოადგილე ქართულ ეთნოსზე ქილიკობს.