დონალდ ტრამპი ჩინეთს დახმარებას სთავაზობს

დონალდ ტრამპი ჩინეთს დახმარებას სთავაზობს

აშშ-სა და ჩინეთს შორის კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე წერს, რომ ჩინეთის პრეზიდენტს დახმარება შესთავაზა. 

„აშშ-ში ვირუსის ძალიან მცირე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა სიტუაციას მკაცრად ვაკონტროლებთ. ჩინეთს საჭირო დახმარება შევთავაზეთ. ჩვენ არაჩვეულებრივი ექსპერტები გვყავს“, - დაწერა ტრამპმა

ჩინეთში კორონავირუსისგან უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2744-ს მიაღწია.