ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორნავირუსმა 2019-nCoV ჩინეთში 106 ადამიანი იმსხვერპლა, 4515 კი დაინფიცირებულია. ამის შესახებ BBC წერს.

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 26 პაციენტი დაიღუპა, აქედან 24 ხუბეის პროვინციაში, ერთი პეკინში, კიდევ ერთი კი - ჰაინანის პროვინციაში.

ექიმები ეჭვობენ, რომ ვირუსი კიდევ 6973 ადამიანს აქვს, 60 პაციენტი საავადამყოფოებიდან გაწერეს. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ 44 132 ადამიანი რჩება, რომლებსაც დაავადებულებთან კონტაქტი ჰქონდათ.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, ნეპალში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.