ლევან კობერიძე:  ხელისუფლების ჩამოყალიბებული კრედოა, რომ მათი ბრალი არაფერია - ჩვენი პარტნიორებისთვის შეურაცხმყოფელია განცხადებები, რომ რაღაც ბოლომდე არ იციან, ან კარგად ვერ გაერკვნენ

ლევან კობერიძე:  ხელისუფლების ჩამოყალიბებული კრედოა, რომ მათი ბრალი არაფერია - ჩვენი პარტნიორებისთვის შეურაცხმყოფელია განცხადებები, რომ რაღაც ბოლომდე არ იციან, ან კარგად ვერ გაერკვნენ

ეს არის ხელისუფლების ჩამოყალიბებული კრედო, რომ მათი ბრალი არაფერია, მსგავსი ტიპის განცხადებები არაკომპეტენტურია და შეურაცხმყოფელიც კია ჩვენი პარტნიორებისათვის, - ასე ეხმიანება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე ჟურნალისტებთან კონგრესმენებისა და სენატორის წერილის თაობაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს.

მისივე თქმით, განცხადებები, რომ მსგავსი კრიტიკა ოპოზიციის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის დამსახურებაა, არაკომპეტენტურია.

„ქვეყანას ჰყავს საელჩო, ელჩის მოვალეობა სხვა არაფერია თუ არა მსგავს შემთხვევებში ინფორმაციის მიწოდება.

ხელისუფლება სულ ვიღაცას აბრალებს რაღაცას, ეს არის მათი ჩამოყალიბებული კრედო, რომ მათი ბრალი არაფერია. ამიტომ მსგავსი ტიპის განცხადებები არაკომპეტენტურია და შეურაცხმყოფელიც კია ჩვენი პარტნიორებისათვის, რომ მათ რაღაც ბოლომდე არ იციან, ან კარგად ვერ გაერკვნენ, ან მოტყუებული არიან. როცა 21- ე საუკუნეში ინფორმაციის მიღების უამრავი საშუალება არსებობს და როცა ეს ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორია, მსგავსი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობაა,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.