“ქართული ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ მმართველ პარტიაში სამთავრობო ცვლილებები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენება არ განიხილება.
ამასთან, როგორც დეპუტატმა სააგენტოს განუცხადა, “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება მისთვის მისაღებია, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილის პოზიცია განსხვავებულია.
“სამთავრობო ცვლილებებზე არაფერია ცნობილი. იმ შეხვედრაზე, რომელსაც ვესწრებოდი, ასეთი არაფერი განხილულა. თუ კულუარებში ვინმე რაღაცს განიხილავს, ეს არ ვიცი. ფართო წრეში რაიმე ცვლილებების განხილვას ადგილი არ ჰქონია.
ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერება კარგი იქნება, თუმცა მას საკუთარი მოსაზრებები გააჩნია. ისე მიმაჩნია, რომ ივანიშვილის გაპრემიერება საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის კარგი იქნება“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი გახარია პრმიერ-მინისტრის თანამდებობას უახლოეს პერიოდში დატოვებს.