საქართველოში ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეწყდება

საქართველოში ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეწყდება

„ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება“,  - ამის შესახებ ჟურნალისტებს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, რათა მოსახლეობა მშვიდად იყოს.

„ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები ჩართულები ვართ ერთიან საკოორდინაციო ჯგუფში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები გატარდეს. ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე ხორციელდება სკრინინგი და ჩვენც ვართ ამაში ჩართულები, თუმცა, ვფიქრობ, მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება.

მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ," - განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ,  კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 106-მდე გაიზარდა.