მიხეილ სააკაშვილი:

მიხეილ სააკაშვილი: "გუბაზის შვილი ჩემი მხარდამჭერი იყო და ამის გამო მამასთან კონფლიქტიც ჰქონდა"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ გუბაზ სანიკიძის შვილი ლევან სანიკიძე მას დიდი ხანია მხარს უჭერს.

„ვინმე წარმოიდგენდა, რომ მე და გუბაზ სანიკიძე ერთად დავსხდებოდით? რეებს მეძახდა და მეც არ დამიკლია, მაგრამ გუბაზზე მეტად საინტერესო ის იყო, რომ მისი შვილი იჯდა ჩემთან მაგიდასთან, რომელიც თურმე დიდი ხანია, ჩემი მხარდამჭერია და ამის გამო მამასთან კონფლიქტიც კი ჰქონდა. ძალიან მომეწონა ეს ახალგაზრდა, ლევან სანიკიძე. არაფერი ისე არ იმარჯვებს, როგორც თავდადება და თავგანწირვა. ხალხი მხოლოდ ასეთ ადამიანებს მიჰყვება - თავდადებულებს. როცა შეგიძლია, უკანმოუხედავად წახვიდე წინ შეტევაზე და არ შეგეშინდეს. ჩვენი ლიდერების პრობლემა რა არის? - თავგანწირვა არ აწერიათ სახეზე. 20 ივნისს ახალგაზრდებმა იბრძოლეს თავგანწირულად და ესაა ლიდერობა სწორედ. გაბედე! აი, გაბედე მაგარი ტერმინია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "სკაიპით" ჩართვისას.