ლევან იზორია დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს და გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ინიშნება. ამის შესახებ მან “პოსტვ”-ს ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში იქნა მიღებული, რასაც სიამოვნებით დათანხმდა. ახალ თანამდებობაზე ლევან იზორია თებერვლის ბოლოდან დაიწყებს მუშაობას.
“ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც სულუფლებიანი ელჩი. მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და იანვრის დასაწყისში მქონდა გაცხადებული, რომ 27 იანვარს დავწერდი განცხადებას გათავისუფლების შესახებ, რათა გარკვეული დროც მქონოდა პირადი, ანუ ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად, მათ შორის, აგრემანზე მოთხოვნაა გაგზავნილი, რასაც სავარაუდოდ თებრვლის შუა რიცხვებში ველოდებით, თებერვლის მიწურულს იგეგმება ჩემი ჩასვლა გერმანიაში და როგორც ელჩის რანგში მოღვაწეობის გაგრძელება” – განაცხადა ლევან იზორიამ.