თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში, ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმიანება:
“დიდი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. დავკარგეთ ქართველი მორაგბე, ბექა ბურდიაშვილი. ვუსამძიმრებ ბექას ოჯახს, მეგობრებს და თანაგუნდელებს. რაგბის სამყაროს მისი სახით დიდი სპორტსმენი დააკლდა. მომავალ თაობებს ის მუდამ ემახსოვრება, როგორც მაგალითი შრომით და მონდომებით მიღწეული წარმატებისა.”- წერს კახა კალაძე.
26 წლის ბექა ბურდიაშვილი ფრანგული კლუბის „გროლეს“ მოთამაშე იყო და „ლავორთან“ გასამართ მატჩზე მიემგზავრებოდა, რა დროსაც ავტოავარიაში მოყვა და დაიღუპა.