სოსო გოგაშვილი: ვკითხულობ ამერიკელი კონგრესმენების გაუთავებელ წერილებს და ერთი კითხვა გამიჩნდა...

სოსო გოგაშვილი: ვკითხულობ ამერიკელი კონგრესმენების გაუთავებელ წერილებს და ერთი კითხვა გამიჩნდა...

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„გამარჯობა, მეგობრებო, ვკითხულობ ამ ბოლო დროს მაჟორიტარული წესით არჩეული ამერიკელი კონგრესმენების გაუთავებელ წერილებს და ერთი კითხვა გამიჩნდა: ლობისტობა კანონით რეგულირდება იქ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, თუ ისინი რომელიმე კომპანიის მიერ ფინანსდებიან ოფიციალურად (თუმცა, შეიძლება ის კომპანია გადამგდები და თაღლითი იყოს). ამავდროულად ჩვენი საგარეო მიმართულების ვექტორები რომ უსუსტესია, ესეც ჩანს, მაგრამ ამ წერილებმა უმრავლესობაში რა რეაქციებიც გამოიწვია, მაფიქრებინებს, ხომ არ ფინანსდებიან ისინი სხვა არხიდანაც ირიბად? რომელიც უნებლიეთ, ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობის შექმნას უწყობს ხელს საქართველოში და ამავდროულად რბილი ძალით ჩრდილოეთისკენ მიგვაქანებს, ასევე გარკვეულწილად მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანაში ტერორისტების მხარდამჭერი და დამფინანსებელი პოლიტიკური ორგანიზაციის გაძლიერებას...“ - წერს გოგაშვილი.

trampi trampiკონგრესმენების და სენატორების წერილები, რომლებიც სავსეა ფაქტობრივი უზუსტობებით და აშკარად იგრძნობა სიმპათიები „ნაცმოძრაობის“ მიმართ, შესაძლოა, ბუმერანგად დაუბრუნდეს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ არამედ აშშ-ს. სავსებით ცხადია, რომ ამ წერილებით გამხნევებული ოპოზიცია კიდევ უფრო გააძლიერებს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მცდელობებს, რასაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია შეიძლება მოჰყვეს. ქართულმა საზოგადოებამ შეიძლება კონგრესმენთა ეს წერილები განიხილოს, როგორც დასავლეთის მცდელობა და სურვილი ხელისუფლებაში დააბრუნოს „ნაციონალური მოძრაობა.“ შესაბამისად, ხალხი უფრო მოტივირებული გახდეს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას. არსებობს საზოგადოებაში ანტი-დასავლური და ანტი-ამერიკული განწყობების გაღვივების ალბათობაც, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, აშშ-დან მოწერილი „მეგობრის წერილები“ თავად აშშ-ს ადმინისტრაციისათვის გახდეს თავის ტკივილი. დესტაბილიზაცია საქართველოში, წესით, ამერიკელთა ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.



ააააააააააააააა......
იძახეთ მერე ანტიდასავლური კამპანია ...პუტინის ფულები ......... გაზპრომის ფულები და ა.შ.
ოღონდ თვითონ კუდი არ მოიჭრან და თავიააანთ სისულეეებს ყველას აბრალებენ
კი მაგრამ გიჟია პუტინი ფულები ხარჯოოოს?---- როცა იმის საქმეს თვითონ ამერიკელები აკეთებენ??....თვითონ ამერიკელები მიერეკებიან ქართველ ხალხს რუსეთისკენ...
.ეტყობა პუტინმა გაზპრომის ფულებით ეხლა ის კონგრესმენები მოისყიდა----- ეგრე გამოდის, ეს კონგრესმენები სინამდვილეში პუტინის საქმეს აკეთებენ



აი ეს კაციც ზუსტად ჩემ აზრს ამბობს ...ამათ გაზპრომის ფულები აუცილებლად მისდით....... აუცილებლად
4 წლის უკან