აშშ-ში საქართველოს ელჩი ამერიკელ კონგრესმენებს გახარიასადმი მიმართვის ტონს უწუნებს

აშშ-ში საქართველოს ელჩი ამერიკელ კონგრესმენებს გახარიასადმი მიმართვის ტონს უწუნებს

ის ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი, - ასე ეხმაურება საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე პრემიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ კონგრესმენების წერილებს.

„პირველ რიგში უნდა გავყოთ ორად: ერთი მხრივ, საუბარია საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის წერილზე და მეორე მხრივ - ოთხი სხვადასხვა კონგრესმენის წერილზე, რომელიც შეეხებოდა ერთ კონკრეტულ სამართლებრივ დავას.

თავად კონგრესმენები მიუთითებენ იმ კომპანიის სახელსაც, ასე რომ, მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს შეეხება კონკრეტულად კომპანია „ფრონტერას“ და იმ სამართლებრივ დავას, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპანიას აქვს წლების განმავლობაში.

ის ტონი, რომლითაც „ფრონტერას“ მხარდამჭერი კონგრესმენები აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, არის აბსოლუტურად მიუღებელი.

ამ საკითხის შესახებ ჩვენ გვაქვს წლების განმავლობაში გამოცდილება კონკრეტულად ამ კომპანიის მხარდამჭერ კონგრესმენებთან ურთიერთობის თვალსაზრისითაც.

აშშ-ის კონგრესში არის არაერთი პოლიტიკოსი, რომლებიც წარმოადგენენ, და სწორედ, აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია, საკუთარ საამომრჩევლო ოლქს. შესაბამისად, ის კომპანია („ფრონტერა“) აქტიურია და მისი წარმომავლობის ადგილი არის ტეხასი და ოკლაჰომა, ამ კონგრესმენებს კი აქვთ ინტერესი, მხარი დაუჭირონ კომპანიას, რომლებსაც სამართლებრივი დავა აქვს საქართველოს სახელმწიფოსთან.

ამ კონტექსტში ჩვენ წლების განმავლობაში ვნახეთ არაერთი წერილი, რეზოლუციის პროექტი, მათ შორის, საკანონმდებლო აქტის პროექტიც კი იყო ორჯერ წარდგენილი, საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც, რასაკვირველია, არანაირი ლოგიკური გაგრძელება აშშ-ის კონგრესში არ მოჰყოლია“, - თქვა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას დავით ბაქრაძემ.

დიპლომატი ერთ-ერთ წერილში მოცემული უზუსტობების შესახებაც აკეთებს განმარტებას.

„ამ თვალსაზრისით ჩვენ არაერთი ინიციატივა გვაქვს, რომელიც შემდეგ სამაგალითო გახდა სხვა საელჩოებისთვის. ჩვენ ნამდვილად არ განვიცდით კომუნიკაციის ნაკლებობას. ამ შემთხვევაში მინდა გადავერთო საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელობის წერილზე: ის ფაქტობრივი უზუსტობები, თვლადი კრიტერიუმებითაც დანახული უზუსტობები, რომელიც წერილშია, შეეხებოდა ეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, რომლის მაჩვენებელიც ჩვენ ძალიან მაღალი გვაქვს რეგიონში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით. შეეხებოდა ეს ინვესტიციების რაოდენობას თუ საქართველოს ანტიდასავლურ კურსთან რაიმე კითხვებს, ფაქტობრივი პირდაპირი უზუსტობა იყო წერილში.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ის ხალხი, ვინც ინფორმაციას აწვდის აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრებს, ძალიან უხერხულობაში აყენებენ სწორედ მათ. ისინი გარკვეულ არაზუსტ ინფორმაციაზე აწერენ ხელს. თუმცა ჩვენ, ამ მხრივ, გახსნილობის პრობლემა არ გვაქვს, უკვე დაწყებული გვაქვს, როგორც სამუშაო დონეზე, ისე კომიტეტის დონეზე. სრულად და ზუსტ ინფორმაციას დავანახებთ, იმ უზუსტობებს, რაც წერილში იყო“, - ამბობს ელჩი.

„ფრონტერას“ შესახებ საუბარი იყო კონგრესმენ მალინის წერილში, რომელიც მან პრემიერ-მინისტრ გახარიას გაუგზავნა.

ამჟამად, მხარეებს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამერიკული „ფრონტერასგან“ მოითხოვს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილებას და საკონტრაქტო ტერიტორიის 99%-ის დაბრუნებას. თავის მხრივ, „ფრონტერა“ მოითხოვს 3.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას.

მანამდე კი, 22 იანვარს, საქართველოს მთავრობამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილი, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს.

წერილს ხელს აწერენ საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი, ასევე საგარეო კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და იმავე კომიტეტის მთავარი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი.

 

Aburjga Tasmanieli სტრატეგიული პარტნიორია აშშ?! რაში მდგომარეობს ამ პარტნიორობის არსი?! საქართველოს დესუვერენიზაციაში?! თქვენ წარმოგიდგენიათ საქართველომ რომ წააგოს ეს დავა ფრონტერასთან 3,5 მილიარდი!!!!!! დოლარი ამ გაჭირვებულმა ქვეყანამ როგორ უნდა გადაიხადოს???!!! ასეთი რამე, ასეთი, ამხელა თანხაზე, დავა რომ რუსეთის რომელიმე კომპანიას წამოეწყო, ისიც ასე უსაფუძვლოდ ვინმეს წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა საქართველოში, რას იტყოდნენ მიშა და გიგა, გრიგოლია და ჟიჟილაშვილ, ტუხიაშვილ, ხუხიაშვილები?! ????!!!! ვავა, ვავა,.... ჩქიმ ცოდა...!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს კაციც დავით ბაქრაძეა და ისიც ბოკერიას ალამივით რომ უჭირავს ხელში?! ალბათ იმ ავადსახსენებელ ნდია-ს და აირაის კვლევებში დავით ბაქრაძე რომ ლიდერობს ამ კარგ და ღირსეულ კაცს აძლევენ ხმას და მერე ის ევრონაცი თავის თავზე ანგარიშობს! სხვა რამე ახსნა შეუძლებელია მოიფიქრო!
4 წლის უკან