ჰონგ-კონგმა ჩინეთის პროვინცია ჰუბეიდან ვიზიტორების შესვლა აკრძალა

ჰონგ-კონგმა ჩინეთის პროვინცია ჰუბეიდან ვიზიტორების შესვლა აკრძალა

ჰონგ-კონგის მთავრობა მოქალაქეებს ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ჰონგ-კონგში ჩასვლას ორშაბათიდან აუკრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩინეთში გაემგზავრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თავმჯდომარე ტედროს გებრეისუსი, რათა პეკინში კორონავირუსთან დაკავშირებულ არსებულ სიტუაციას გაეცნოს და დეტალური ინფორმაცია მიიღოს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელები ცდილობენ თავიდან აირიდონ პანდემია მას შემდეგ, რაც ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა, 56 ადამიანი კი დაიღუპა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.