მონღოლეთმა კორონავირუსის გამო ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა

მონღოლეთმა კორონავირუსის გამო ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა

მონღოლეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთთან საზღვარი ჩაიკეტა, ამის შესახებ Republicworld წერს. 

ქვეყანაში ასევე შეჩერდა სასწავლო პროცესი და აკრძალა თავშეყრის ადგილებში შეკრება.  სწავლა უნივერსიტეტებში, პროფესიულ სასწავლებლებში, სკოლებში და ბაღებში 2020 წლის 2 მარტამდე შეჩერდება. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 24 იანვარს გასცა.

ქვეყანაში ასევე აიკრძალა სასწავლო ცენტრებში და კლუბებში შეკრება. ასევე აიკრძალა ექსკურსიების გამართვა.

ჩინეთი კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად $9 მილიარდამდე დახარჯავს, ამის შესახებ Reuters წერს.

ჩინეთში კორონავირუსისგან უკვე 80 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2744-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, აშშ-ში, სინგაპურში, ავსტრალიაში, ტაივანზე, მალაიზიაში, იაპონიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეაში, ვიეტნამსა და კანადაში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.