რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მას - მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ პოპულარული კინომსახიობი სკარლეტ იოჰანსენი ამღერდა.
28 წლის ქალბატონს განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები აღმოაჩნდა.
მიმდინარე წლის ივლისში იოჰანსენი ქალაქ ლოს - ანჯელესში მდებარე ერთ-ერთ ხმის ჩამწერ სტუდიაში განმარტოვდა და სადებიუტო ალბომი მოამზადა. ამ დისკის პროდიუსერი ვინმე სტივ ნეილსი გახლავთ.
სკარლეტის ნამუშევარი გაყიდვაში მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდება. მსახიობი კომპოზიციებს მერილინ მონროს სტილში ასრულებს.