სოკოს ღვეზელი

სოკოს ღვეზელი

ინგრედიენტები

ფქვილი - 4 ჭიქა

შაქარი - 2 ს.კ

კვერცხი - 4

რძე - 2 ჭიქა

მარილი

კარაქი - 2 ს.კ ცომისთვის და ამდენივე სოკოსთვის

სოკო - 1 - 1.5 კგ

მწვანილი

მომზადების წესები

ფქვილს დავამატოთ საფუარი, მარილი, შაქარი, ავურიოთ, დავასხათ თბილი რძე, დავამატოთ 3 კვერცხი და მოვზილოთ ცომი. თუ ცომი ძალიან მაგარია, ცოტა რძე დავამატოთ, თუ ძალიან თხელი - ფქვილი. ბოლო მომენტში შევაზილოთ კარაქი.

გადავაფაროთ ცომს თავზე და დავდგათ ასაფუებლად. გაფუებული ცომი გავყოთ სამად: ორი თანაბარი და 1 პატარა გუნდა გასაფორმებლად.

გავაბრტყელოთ ცომის ორი გუნდა. ერთი გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, დავადოთ გულსართი და ცომის მეორე ფენა. გვერდები კარგად შევუკრათ. მესამე გუნდისგან გავაკეთოთ დეკორაციები და მოვრთოთ ღვეზელი ზემოდან. ღვეზელს თავზე გადავაფაროთ და ვაცალოთ ხელახალი ამოფუება, შემდეგ  გადავუსვათ კვერცხი და შევდგათ გამოსაცხობად 180 გრადუსზე დაახლოებით 35 წუთი.

გულსართი:  წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში. დავამატოთ დაჭრილი სოკო და განვაგრძოთ შუშვა. შევაზავოთ მარილით და პილპილით. შეგვიძლია დავამატოთ მწვანილი (ოხრახუში, კამა) ან ცოტაოდენი მოხარშული ბრინჯი.