გერმანიაში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერაციულ მხარეში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც Focus-ი წერს, შემთხვევა ქალაქ როტ-ამ-ზეში მოხდა.

წინასწარი ცნობით, დაღუპულია 6 ადამიანი, რამდენიმე კი დაიჭრა. დამნაშავე დაკავებულია.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი და მისი მსხვერპლები ერთმანეთს იცნობდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.