აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ტუნბერგმა ჯერ ეკონომიკა ისწავლოს და მერე გვირჩიოს რა ვქნათ

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ტუნბერგმა ჯერ ეკონომიკა ისწავლოს და მერე გვირჩიოს რა ვქნათ

ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ეკოაქტივისტ გრეტა ტუნბერგს ურჩია ჯერ ეკონომიკურ კოლეჯში ისწავლოს და შემდეგ დაიწყოს აშშ-ს რჩევების მიცემა, როგორი ენერგეტიკული პოლიტიკა აწარმოოს. ამის შესახებ განცხადება მან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

„ვინ რის ის? რომელიმე წამყვანი ეკონომისტი?“ - იხუმრა მნუჩინმა ეკოაქტივსტზე. „მას შემდეგ, რაც თავად ისწავლის ეკონომიკას კოლეჯში, შეუძლია დაბრუნდეს [დავოსში] და გვასწავლოს მუშაობა“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა.

ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დაუყოვნებლივ გარემოზე ზრუნვის დაწყებისკენ მოუწოდა.

ტუნბერგმა ფორუმის მონაწილეებს, რომელთა შორისაც მსოფლიოს ლიდერები და უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებიც არიან მოუწოდა, რომ სასწრაფოდ შეაჩერონ ყველანაირი წიაღისეულის მოპოვებისთვის განკუთვნილი ინვესტიციები და სრულად უარი თქვან წიაღისეულ საწვავზე.

იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ეკოაქტივისტები გააკრიტიკა.

„უნდა შევაჩეროთ ისინი, ვინც სიკვდილს გვიწინასწარმეტყველებს. ახლა პესსიმიზმის კი არა, ოპტიმიზმის დროა. ეს ადამიანები ყოველთვის ერთსა და იგივეს ითხოვენ - აბსოლუტურ ძალაუფლებას ძალაუფლებას, დომინირებას, ჩვენი ცხოვრების თითოეული ასპექტის გაკონტროლებას“, - განაცხადა ტრამპმა.