პუტინმა აშშ-ს, ჩინეთს, საფრანგეთს და ბრიტანეთს სამიტის ჩატარება შესთავაზა

პუტინმა აშშ-ს, ჩინეთს, საფრანგეთს და ბრიტანეთს სამიტის ჩატარება შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2020 წელს საერთაშორისო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რომელზეც სხვადასხვა გლობალურ პრობლემებს განიხილავენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პუტინმა იერუსალიმში, ჰოლოკოსტის ფორუმზე გააკეთა. მისი თქმით, სამიტში მონაწილეობა გაეროს მუდმივი წევრების - აშშ-ის, ჩინეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის და რუსეთის ლიდერებმა უნდა მიიღონ.

„შევხვდეთ ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ჩვენი კოლეგებისთვის მოსახერხებელი იქნება. რუსეთი ასეთი სერიოზული საუბრისთვის მზად არის. ჩვენ წინაშე ბევრი ამოცანა. ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ ბერლინში განვიხილეთ - ლიბია. ამ პრობლემას გაეროს უშიშროების საბჭოზეც უნდა დავუბრუნდეთ და მისი მოგვარების გზა ვიპოვოთ“, - განაცხადა პუტინმა.

ბერლინში, ლიბიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია 19 იანვარს ჩატარდა.