ამერიკული ეკიპაჟი ავსტრალიის ტყის ხანძრების ქრობისას ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ამერიკული ეკიპაჟი ავსტრალიის ტყის ხანძრების ქრობისას ავიაკატასტროფაში დაიღუპა

ავსტრალიაში ხანძარსაწინააღდეგო ვერტმფრენის ავიაკატასტროფისას 3 ამერიკელი დაიღუპა. ახალ სამხრეთ უელსში ვერტმფრენის გაუჩინარების შესახებ ცნობილი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. კატასტროფის დროს დაღუპულთა ცხედრები იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა ავსტრალიელი ოფიციალური პირების ცნობით, ისინი ამერიკის მოქალაქეები არიან. მათმა ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა ქალაქ ქანბერადან ორი საათის სავალ მანძილზე, მთებში განიცადა.

ახალი სამხრეთ უელსის სახანძრო სამსახურის განცხადებით, მათ ეს ადამიანები დაუკავშირდნენ და ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზეს.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.