აფრიკის უმდიდრეს ქალს ანგოლაში ბრალი წაუყენეს

აფრიკის უმდიდრეს ქალს ანგოლაში ბრალი წაუყენეს

აფრიკის უმდიდრეს ქალს, იზაბელ დოშ სანტუშს ანგოლის პროკურატურამ თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გენერალური პროკურორის, ჰელდერ პიტა გროსის განცხადებით, ბრალდება შეეხება სანტუშის მიერ სახელმწიფო ნავთობკომპანია Sonangol-ის ხელმძღვანელობის პერიოდს. სანტუშთან ერთად ბრალი კიდევ რამდენიმე ადამიანს წაუყენეს.

გენპროკურორის განცხადებით, თუ ბრალდებულები ანგოლის მართლმსაჯულების წინაშე არ წარდგებიან, მათი დაკავებისთვის საერთაშორისო ორდერები გაიცემა.

იზაბელ დუშ სანტუში Sonangol-ს 18 თვის განმავლობაში, 2016 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. დოკუმენტებში, რომლებიც ამ კვირაში გამოქვეყნდა, წერია, რომ იზაბელ დუშ სანტუშმა 2.1 მილიარდი აშშ დოლარი საკუთარი ქვეყნის ექსპლუატაციისა და კორუფციის წყალობით დააგროვა.