კოკა ყანდიაშვილი: იმხელა ტროლობაში გამოვიჭირე, რომ არ უნდა დაგეზაროთ წაკითხვა და ყველა ნაბიჯზე ტყუილში გამოჭერით სიამოვნება

კოკა ყანდიაშვილი: იმხელა ტროლობაში გამოვიჭირე, რომ არ უნდა დაგეზაროთ წაკითხვა და ყველა ნაბიჯზე ტყუილში გამოჭერით სიამოვნება

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„მითების დეტექტორის“ ფეიკ-კვლევებს - „ფეისბუქზე“ ტროლები, ბოტები და პარტიული აქტივისტები ტირაჟირებენ.

მეგობრებო, ეს თამარა კინწურაშვილია. გიგა ბოკერიას ისტორიული ტროლი. რომელსაც ხან საზმაუს დირექტორად ნიშნავენ, ხან უშიშროების საბჭოში, ხან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ხანაც მთლად მედიაზე ზრუნვის დედა-ტროლად - გააჩნია, რა სჭირდება კონკრეტულ მოცემულობაში გიგას...

ცნობილი მედიაზონდერი, რმელმაც გაძარცვა და გაანადგურა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, საიდანაც ბოლოს კინწისკვრით გამოაგდეს.

მის სინდისზეა ბევრი ღირსეული და დამსახურებული ტელევიზიის თანამშრომელის გამწარება, დაცინვა, გაუბედურება. მან შეყარა საზმაუში და ათობით ათასი ლარის ანაზღაურება დაუნიშნა სააკაშვილის ხელისუფლების „გაწელვად“ ნაშებს...

ეს სრულიად მიუღებელი სუბიექტი, რომელიც ამჟამად, იმავე ბოკერიას დახმარებით დონორებს ძარცვავს, ვითომ მედიის განვითარებაზე ზრუნვით - გუშინ იმხელა ტროლობაში გამოვიჭირე, რომ არ უნდა დაგეზაროთ წაკითხვა და ყველა ნაბიჯზე ტყუილში გამოჭერით სიამოვნება“, - წერს ყანდიაშვილი.

https://espersona.ge/article/11979