CNN: აშშ-ში, სავარაუდოდ, უცნობი ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

CNN: აშშ-ში, სავარაუდოდ, უცნობი ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

CNN-ის ინფორმაციით, ელოდებიან, რომ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები აშშ-ის ტერიტორიაზე ჩინეთიდან მოხვედრილი უცნობი ვირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას ოფიციალურად დაადასტურებს.


არსებული ინფორმაციით შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა, ციტირებს CNN-ი წყაროზე დაყრდნობით რომლის ცნობითაც ამ საკითხზე მალე პრესკონფერენცია გაიმართება.


ოფიციალური ინფორმაციით, ჯამში უცნობი ვირუსით დაინფიცირებულთა მაჩვენებელი ამ დროისთვის 200-ს აჭარბებს, თუმცა ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერები ამბობენ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი 1700-ს აღწევს. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსის დიაგნოზის შემდეგ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა უცნობია გახდა თუ არა ეს უცნობი ვირუსი მათი სიკვდილის გამომწვევი მიზეზი. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.