ტრამპმა 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის შეზღუდვა გადაწყვიტ

ტრამპმა 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლის შეზღუდვა გადაწყვიტ

აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო შეზღუდვები შემოიღოს. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Politico წერს.

სიაში შემდეგი ქვეყნები მოხვდნენ: ბელარუსი, ყირგიზეთი, ერიტრეა, მიანმარი, ნიგერია, სუდანი და ტანზანია. როგორც Wall Street Journal-ი წერს, ჩამონათვალი საბოლოო არ არის და შეიძლება ის უფრო გაიზარდოს.

საუბარი არ არის ამ ქვეყნის მოქალაქეების აშშ-ში შესვლის სრულ აკრძალვაზე. შეზღუდვები შესაძლოა მხოლოდ ჩინოსნებს ან გარკვეული კატეგორიის ვიზის მქონდე პირებს. ამასთან, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლოა „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობა აეკრძალოთ.

აკრძალვები შესაძლოა უკვე 27 იანვარს შემოიღონ. ამ დროისთვის აშშ-ში შესვლაზე შეზღუდვები ირანის, სირიის, იემენის, ლიბიის, სომალის, ვენესუელის და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებისთვის მოქმედებს. სიაში ასევე იყვნენ ერაყი, სუდანი და ჩადი, თუმცა მათ შეზღუდვები მოეხსნათ.