შუადღის კრიზისი: 5 ეფექტური ხერხი ძალების აღსადგენად

შუადღის კრიზისი: 5 ეფექტური ხერხი ძალების აღსადგენად

თუ ძალის გამოცლა არასოდეს გიგრძვნიათ სამუშაო დღის განმავლობაში, ე.ი. ამ სტრიქონებს იმისათვის კითხულობთ, რათა გაიგოთ, როგორ განიცდიან ამას უბრალო მოკვდავნი. ხშირად ეს პერიოდი სადილის დროს დგება. როგორ გამოვიტანოთ მაქსიმალური სარგებელი ამ დროისგან და ხალისით ვიმუშაოთ დღის ბოლომდე?

გაისეირნეთ

თუ სიზარმაცემ სკამზე არ „მიგაჭედათ“, ადექით და გადით გარეთ. გაიარეთ იქით-აქეთ, თუნდაც გვერდით პარკის ნაცვლად ასეთივე ოფისი იყოს. დალიეთ ყავა - ის გაგახალისებთ რამდენიმე საათით და ამასთან, ღამის უძილობას გააქრობს.

მოუსმინეთ მუსიკას

განსაკუთრებით, თუ სამუშაო პერიოდში ყურსასმენებით ზიხართ.

მოუსმინეთ არა მომადუნებელ მუსიკას, არამედ ჩქარსა და მხიარულს. მუსიკა გაამოძრავებს თქვენს ტვინს, თვალები არ დაგეხუჭებათ და შესაძლოა, 1-2 ვარჯიშის შესრულებაც მოგინდეთ.

ისადილეთ

ადვილად შესაძლებელია, რომ კი არ დაიღალეთ ან ძილი გინდათ, უბრალოდ, ცუდად ისაუზმეთ ან საერთოდაც უარი თქვით მასზე. ნუ გამოიდებთ მუშაობით თავს, უბრალოდ, ისადილეთ სხვა თანამშრომლებთან ერთად.

დაისვენეთ

ბევრ კომპანიაშია დასასვენებელი ოთახები რბილი სავარძლებითა და დახშული განათებით. თუ თვალს 20 წუთით მოატყუებთ, არაფერი დაშავდება. უბრალოდ, ეცადეთ, არ ჩაგეძინოთ 3 საათით.

ესტუმრეთ სპორტდარბაზს

ზოგი შესვენების დროს ცდილობს, უცხო ენა შეისწავლოს ან სხვა რამით დაკავდეს. ეს კარგია, თუ სწავლის სურვილი გაქვთ. და თუ არ გაქვთ და ოფისის გვერდით სპორტული დარბაზია - უმჯობესია, იქ წახვიდეთ. არ არის აუცილებელი, შტანგა ასწიოთ გამოსაღვიძებლად, შეგიძლიათ უბრალოდ აუზში იცურაოთ ან ველოტრენაჟორზე რამდენიმე კილომეტრი გაიაროთ. სპორტი აუცილებლად გაგახალისებთ.