ერაყში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ერაყში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ბაღდადსა და ბასრაში საპროტესტო აქციების განახლებას მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური მონაცემებით, დაპირისპირებას აქციის ორი მონაწილე და ორი პოლიციელი ემსხვერპლა. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო ტყვიები მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ჩახერგილი გზების გაწმენდისას დემონსტრანტებმა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს.

აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრს დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. ადენ აბდულ მადი თანამოქალაქეებს ახალი მთავრობის ფორმირებას ჯერ კიდევ შარშან, შემოდგომაზე შეჰპირდა.